როგორ მოვიპოვე Google — ის 1 წლიანი დაფინანსება

Shota Zhvania
2 min readMar 1, 2021

ტესლას გამოცდების, სტაჟირების, მრავალი უძილო ღამისა და ნერვიულობის პარალელურად დისტანციურად ვსწავლობდი Google Cloud System-ს, რომლის ლექციებიც პოლონეთში, კერძოდ კი ვარშავაში ტარდებოდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უბრალოდ სულ ძიების პროცესში ვარ- ვცდილობ, ყოველ წამს მოვუფრთხილდე და ფუჭად არ დავკარგო... სწორედ ამ პროცესში ერთ-ერთ საიტზე საკონკურსო ტრენინგის შესახებ ინფორმაცია ვნახე, რომელმაც დამაინტერესა… მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ზოგადად cloud სისტემით დაინტერესებული არ ვიყავი, მაინც გადავწყვიტე ცოდნის გაღრმავება და კონკურსში მონაწილეობის მიღება.

ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს, თუმცა, რეალურად ეს ყველაფერი გაცილებით რთული იყო. რატომ ?ამ კითხვაზე პასუხი მარტივია- იმიტომ რომ Google-ია.
კონკურსში აპლიკანტთა დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ... მათ შორის ვიყავი მეც … მეც, რომელსაც შესაძლებლობებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების მჯეროდა.

გუგლში, ტესლასგან განსხვავებით რთული ეტაპები არ გამივლია, მხოლოდ ორი გამოცდა იყო- ინგლისური ენის და ზოგადი უნარების. პასუხიც გამოცდებიდან მალევე მოვიდა და მეც სწავლა გუგლში დავიწყე. თავდაპირველად ორთვიანი ტრენინგი იყო , cloud სისტემებს და მუშაობის სპეციფიკას ვსწავლობდი. ასევე ვერთვებოდი დისკუსიებში, პროექტებში და ნელ-ნელა ვიზრდებოდი.. ეს პროცესი სწრაფად გავიდა.. მე კი შინაგანად ვგრძნობდი, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე ვიმყოფებოდი.

ტრენინგის ბოლოს იყო ფინალური გამოცდა, რომელიც100-დან 97 ქულაზე დავხურე და აი აქ დაიწყო ახალი ერა ჩემსა და გუგლს შორის. ეს იმას ნიშნავდა, რომ დავესწრებოდი და ვისწავლიდი გუგლის 1-წლიან ონლაინ ტრენინგს…მოდით ამის შესახებ უფრო დეტალურად გიამბობთ:

ეს არის React.js 1-წლიანი მასტერკლასი ( იგივე გუგლის მაგისტრატურა), რომლის საფასური დაახლოებით 60 ათას დოლარს ცდება... ალბათ ხვდებით, რა ოცნებას შევეჭიდე. სად და როგორ? — რთულია ამაზე საუბარი. ახლა, უბრალოდ ვიცი რომ ჩემი შრომა დაფასდა.

ტრენინგი ახლაც მიმდინარეობს- უკვე მესამე თვე დაიწყო და წინ ამ საოცარი კურსის კიდევ 9 თვე მაქვს…

შესანიშნავი დამთხვევაა, რომ კურსებზე სწორედ იმ ტექნოლოგიას ვსწავლობ, რაზეც ტესლაში ვმუშაობ. ამით ყოველდღიურად ვიზრდები, ვვითარდები და ვხვდები, რომ ჯერ წინ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი..

--

--