Front-end დეველოპმენტი — თანამედროვე ხედვა
გაეცანით
● რას ნიშნავს FRONT-END დეველოპმენტი
● რამდენად აქტუალურია ეს სფერო დღესდღეობით
● რა მნიშვნელობა აქვს FRONT-END დეველოპმენტს საიტისთვის მომხმარებლის მოზიდვაში
ვებ საიტის ხილულ მხარეს უზრუნველყოფს Frontend დეველოპერი. მისი მთავარი ფუნქციაა ზუსტად გადმოსცეს დიზაინერის ქმნილება, დაალაგოს მომხმარებლის ლოგიკა, გადაიყვანოს დიზიანი მარტივად წაკითხვად კოდში, გააკეთოს ისე რომ საიტზე ყველაფერი იყოს მარტივად მიწოდებული მომხმარებლამდე. სიტყვა „Front“ იც მიგვანიშნებს იმას რომ ამ ტიპის დეველოპერი საიტის გარე ფუნქციონალს უზრუნველყოფს.
Front-end დეველოპმენტი წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო მეტად იძენს აქტუალობას, იმდენად რამდენადაც, ტექნოლოგიური პროგრესი და ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესის სწრაფი ცვლილება ახალ გამოწვევებს აჩენს.
დღესდღეისობით, Front-end დეველოპერს უწევს იმის უზრუნველყოფა რომ მის მიერ შექმნილი პროდუქტი მორგებული იყოს განსხვავებული ტიპის ხელსაწყოებს, შეასრულოს სხვადასხვა ტიპის ოპერაციები უმოკლეს დროში და უზრუნველყოს ისეთი კომპლექსური ბიზნეს-ლოგიკების გამართული მუშაობა, რომლის დანერგვაც, თუნდაც, ახლო წარსულში, შეუძლებელი იქნებოდა Back-end-ის დახმარების გარეშე.
აპლიკაციის ყოველი დაგვიანებული მოქმედება ან გაუმართავი მომხმარებლის ინტერფეისი პოტენციურ, დაკარგულ, მომხმარებელს უდრის. ამასთან, ბაზრის მოთხოვნების სწრაფი ცვლილებისა და განვითარების გამო, დეველოპერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა აპლიკაციის სპეციფიკურად ორგანიზებაა, რადგანაც უკვე საჭირო ხდება დეველოპერმა წინასწარ გათვალოს ბაზრის შესაბამისად აპლიკაციაში ცვლილებების მარტივად და სწრაფად შეტანის გზები.
არასდროს ყოფილა სუფთა კოდით მუშაობისა და აპლიკაციის კონფიგურირების მნიშვნელობა ისე მაღალი, როგორც ახლაა. ტექ ბაზარზე უფრო ხშირია დეველოპერების როტაცია და შესასრულებელი ტასკების სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა უფრო დიდი თიმის შეკვრა. ამდენად, კოდის კარგი წაკითხვადობა და წერის სტილის სტანდარტიზება აპლიკაციის სწრაფი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც თავის მხრივ, ყოველ ჯერზე ახალი პროექტის უკეთესად დაგეგმვისა და ახალი სტანდარტების მოძიება-დანერგვის უნარებსაც მოითხოვს.