ტესლა — უბრალოდ ახდენილი ოცნება

Shota Zhvania
3 min readFeb 22, 2021

--

სანამ ამ ყველაფერზე ფართოდ დავიწყებ საუბარს , მოდით ჯერ უბრალოდ ვისაუბრებ იმ ეტაპზე, იმ გამოწვევებზე რაც გამოვიარე იმისათვის რომ ამ გუნდის წევრი გამხდარიყავი მეც .. მეც შემძლებოდა მეთქვა, რომ თურმე ოცნებებიც კი ხდება ..

„ყველაფერი თებერვალში დაიწყო, როდესაც Tesla-მ LinkdIn-ზე გამოაცხადა სტაჟირება. მაშინვე გავაგზავნე ჩემი CV. შემდეგ 7 ეტაპი გავიარე: გასაუბრება, გამოცდა ინგლისურ ენაში, ალგორითმი და სქრინინგ პროცესი, პროექტი (React.js და Vue.js პროექტი იყო, პატარა აპლიკაცია), პროექტის ანალიზი, რეაქტის შესახებ თეორიული კითხვები, რეაქტის პროექტი“. — ეს მცირედი ჩამონათვალია იმ სირთულისა რაც ამ ყველაფერს თან ახლდა.. ალბათ სიმარტივე არც მოსალოდნელი იყო იმ კომპანიისაგან , რომელმაც მსოფლიო შეცვალა და 10 წელიწადში ტექნოლოგიური ბუმი მოახდინა.

საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რატომ ტესლა? — პასუხი არაა მარტივი, არც ისაა მარტივი თუ რამ გამაფიქრებინა ის, რომ მანდ მომხდარიყავი .. უბრალოდ შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა ისეთი, რაც შეცვლიდა ჩემ ცხოვრებას, ჩემს მომავალს .. მინდოდა დამემტკიცებინა საზოგადოებისთვის , იმ ადამიანებისთვის ვისაც ნაკლებად სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების, ნაკლებად განიხილავდნენ იმ ფაქტს , რომ თურმე მეც შემეძლო შემეცვალა რაღაცით სამყარო და მესახელებინა ჩემი ქვეყანა .. ჩემი პატარა საქართველო .. ხო მართლა აქვე გეტყვით რომ ქართველი მარტო მე ვარ გუნდში .. ისეთ გუნდში, სადაც ადამიანები, უბრალოდ სხვა განზომილებით , სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ.. მათვის თავისი საქმე, სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია.. ყოველ წამს იზრდებიან და ცდილობენ, რომ რაღაც ისეთი შექმნან რაც მათ მომავალს მილეული ნაბიჯით, თუნდაც კი, რომ შეცვლის..

მოდით ისევ გასაუბრების ეტაპს დავუბრუნდეთ.. ხო მახსოვს, რომ ყველაზე რთული იყო ყოველ დილით 4ზე მუშაობა , იმიტომ რომ ამერიკის დროს ეგრე ვუთავსდებოდით და სტაჟირება იყო 2 საათიანი , ზოგჯერ მეტიც.. კვირაში სამჯერ .. ფაქტიურად ვერც ვიძინებდი მაგ დროს და პირდაპირ მივდიოდი სამსახურში, რომელიც 10ზე მეწყებოდა — ეს კომპანია Yorktowers — ია, რომელმაც ყველაზე დიდი ბიძგი, ყველაზე დიდი გამოცდილება და ცოდნა მომანიჭა , მანდ ვისწავლე, თუ როგორ გავიზარდო, როგორ ვისწავლო.. ამ ადამიანებმა ჩემთვის არაფერი დაიშურეს და ყველაფერი მომცეს .. მე მანდ მომავლის სიყვარული ვისწავლე , მანდ შეიქმნა ჩემი, როგორც პროფესიონალი პროგრამისტის პროტოტიპი..

მოდით ძაან ბევრს ამაზე არ ვისაუბრებ, თუმცა ყველაზე მეტად მახსოვს 150 ადამიანიდან ბოლოს 6 როგორ აგვირჩიეს, ძაან ვღელავდი.. და შემდგომ რომ გვალოდინეს 1 თვე გადაწყვეტილების მიღებისთვის.. მე მანდ არ ვიყავი რა თქმა უნდა არც გამორჩეული, არც საოცარი პროგრამისტი , ბევრი იყო მანდ რომელიც ახლაც კი ჩემზე ბევრად გამოცდილია.. და ჩნდება კითხვა მაშინ როგორ მოვხვდი მე 2000 აპლიკანტს შორის საუკეთესო 2 ში.. ალბათ იმიტომ რომ მათ ჩემი ცოდნის გარდა შეაფასეს: პუნქტუალურობა , შრომისმოყვარეობა, პერსპექტივა , დავალებების შესრულება, დროის მართვა , გამოცდაში უმაღლესი შედეგი და ალბათ კიდევ მრავალი კრიტერიუმი..

რაც შეეხება ტესლას ბერლინის ოფისს ? — ამ მომენტისათვის შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დისტანციურად ვმუშაობ, ყველა ჩემს კოლეგასთან ერთად .. ვმუშაობ ბევრ საინტერესო პროექტზე და ვარ WEB APPLICATION DEVELOPER — ვინც ამ სფეროში მუშაობს უფრო კარგად გამიგებს , ვწერ react.js და vue.js — ზე , თუმცა ჯერ მაინც მანდ პატარა ადამიანი ვარ დიდი ენთუზიაზმით , ამიტომ დიდი თასკები ჯერ არ მაქვს.. მათ მოწონთ ჩემი მიზანდასახულობა , მე კიდევ მომწონს ის თუ როგორ ვიზრდები ყოველდღიურად.. ესაა მარტივი ფორმულა , თუ რაგინდა ცხოვრებაში.

სამწუხაროდ კონფედეციალურობის გამო პროექტებს ვერ გაგიზიარებთ , ეს იჰოსტება მათ სერვერზე და საოცრად დაცულია ყველა დეტალი , თუმცა ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ , რომ ახალგაზრდები, უბრალოდ საინტერესო ადამიანები მივახვედრო იმაში, რომ ცხოვრებაში მთავარია სურვილი და მონდომება .. თუ გწამს და გჯერა მაშინ ყველაფერი გამოგივა.. არც მე მეგონა, რომ გადავაგზავნე cv, რომ ვინმე თუნდაც ნახავდა ან გახსნიდა კიდეც , თუმცა თურმე ოცნებებიც კი ხდება .. ირწმუნეთ თქვენი თავის და ყველაფერი გამოგივათ .. შრომა არასოდეს იკარგება ..

მადლობა

პატივისცემით , შოთა ჟვანია

--

--

Shota Zhvania
Shota Zhvania

Written by Shota Zhvania

ShotaZhvania.Dev | Senior Web Developer | Based in Georgia

No responses yet